თეგებით ძიება

პირბადეების ტარებას 90%-ზე თუ ავწევთ, მესამე ტალღას თავიდან ავიცილებთ – თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, თუ პირბადეების ტარებას 90%-ზე ავწევთ, ვირუსის მესამე ტალღა აღარ იქნება.

„შეზღუდვები ხელაღებით არ უნდა მოიხსნას, როგორც ამას მოსახლეობის ნაწილი მოითხოვს. მთავრობა ჯერჯერობით ნახულობს თავის თავში ძალას, რომ არ აჰყვეს პოპულისტურ მოთხოვნებს, შეზღუდვების ერთიანად მოხსნის შესახებ.

მთავრობა შეზღუდვებს ხსნის ინტენსიურად, ძალიან სერიოზულად, განსაკუთრებით რეგიონებში.მთბილისში, ქუთაისში და რუსთავში შედარებით უფრო მკაცრი შეზღუდვებია. საქმე ეხება ტრანსპორტს, რესტორნებს და სხვა.

ჩვენი მოსახლეობა თუ ისწავლის პირბადის მაქსიმალურად გამოყენებას, ჩვენთან მესამე ტალღა დიდი ალბათობით არ იქნება.
მესამე ტალღას აანონსებენ ევროპისა და ამერიკის ქვეყნები, უკვე იღებენ ზომებს, უკვე ეშინიათ მესამე ტალღის, რადგან იქ ჯერ მეორე ტალღას ვერ გაუმკლავდნენ. ჩვენ მეორე ტალღას უკვე გავუმკლავდით. უჭირთ იქ, მეორე ტალღა ვერ ჩააცხრეს ჯერ და უკვე მესამის ეშინიათ. ჩვენთან მეორე ჩავაცხრეთ.

იდეალურს ვერ დავარქმევთ დღევანდელ სიტუაციას, მაგრამ იდეალურთან მიახლოებულია დღევანდელი სიტუაცია.
თუნდაც იმიტომ, რომ სიკვდილობა უკვე ერთეულია, ორ ათეულზე მეტი არ არის და კლინიკური სექტორი აბსოლუტურად მართავს ყველაფერს.

ჩვენ მესამე ტალღას თავიდან ავიცილებთ, თუ ვატარებთ პირბადეებს. ახლა პირბადეების ტარება არის 60-65%. ჩვენ თუ 90%-ზე ავწევთ პირბადეების ტარებას, მესამე ტალღას თავიდან ავიცილებთ“, – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა