თეგებით ძიება

საქართველოში ქალების ქორწინების საშუალო ასაკი გაიზარდა - რამდენი წლისას თხოვდებიან ქართველი მანდილოსნები?

საქსტატის ცნობით, საქართველოში რეგისტრირებული ქორწინების საშუალო ასაკი, ბოლო 10 წლის განმავლობაში, გაიზარდა.

კერძოდ, ბოლო კვლევის თანახმად, ქალების ქორწინების საშუალო ასაკი 2009 წელს 26,5-ს შეადგენდა, ხოლო 2019 წელს – 29,7-ს.

კაცების შემთხვევაში ანალოგიური ზრდა ნაკლებად გამოიხატა, მათი ქორწინების საშუალო ასაკმა, შესაბამისად, 30,2 და 32,6 წელი შეადგინა.

მცირედით გაზრდილია განქორწინებულთა საშუალო ასაკიც, რაც ქალებისთვის არის 37 წელი, კაცებისთვის კი 40 წელია.

2009 წელს, ეს მონაცემები კაცებისთვის 39 წელს, ხოლო ქალებისთვის 35 წელს შეადგენდა.

primetime.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა