თეგებით ძიება

შეცდომები, რომელსაც ქალები საწოლში უშვებენ

1. პასიურობა
სუსტი სქესის წარმომადგენლები სექსის დროს ხშირად პასიურობენ. მათ არ სურთ მამაკაცებისთვის "ლიდერობის ჩამორთმევა", არ უნდათ, მამაკაცების თვალში მომთხოვნები და აგრესიულები გამოჩნდნენ, მაგრამ სექსოლოგები ირწმუნებიან, რომ ეს დიდი შეცდომაა ქალების მხრიდან, რომელიც დაკავშირებულია სქესთა შორის უპირატესობის მოძველებულ ხედვაში. ზოგადად, ქალი ნაკლებად აქტიურია მამაკაცთან შედარებით. ამიტომ მამაკაცი ინიციატორად გვევლინება. ამას კი, თავის მხრივ, სერიოზული დისბალანსი შეაქვს ურთიერთობაში.

2. ქალი არ ახმოვანებს საკუთარ სურვილებს...

უმეტესად ქალები არ უზიარებენ პარტნიორს, თუ რისი მიღება სურთ სექსისგან. მამაკაცი ექსტრასენსი არ
არის, ის ვერ გამოიცნობს, რა სიამოვნებს და აღაგზნებს ან რა არ მოსწონს ქალს. გახსოვდეთ, ჰარმონიული სექსუალური ურთიერთობა მხოლოდ გულწრფელი საუბრების საფუძველზე მიიღწევა.

3. ექსპერიმენტებზე უარის თქმა

ქალები ხშირად ბრაზდებიან ან ღიზიანდებიან, თუ პარტნიორი მათ რაიმე სიახლეს სთავაზობს. ნუ იტყვით უარს სხვადასხვა ექსპერიმენტზე, ნუ იქნებით შებოჭილნი, ნებისმიერი წყვილის ცხოვრებაში აუცილებლად დად-
გება დრო, როდესაც აუცილებელი და საჭირო გახდება სექსუალური ცხოვრების გამრავალფეროვნება.

4. საკუთარი სხეულის დამალვა

ქალების დიდი ნაწილი ცდილობს, სექსის დროს დამალოს სხეული. ამიტომ უპირატესობას სექსს სიბნელეში ანიჭებენ, თავს იკავებენ თამამი თეთრეულის ჩაცმისგან, უარს ამბობენ სხვადასხვა პოზაზე...ქალები ამას იმით ხსნიან, რომ ეშინიათ მრავალი "ნაკლის" გამო მიტოვებულნი არ აღმოჩნდნენ. ქალის ამგვარი კომპლექსები და დამოკიდებულება მამაკაცს უმეტეს შემთხვევაში აღიზიანებს. გახსოვდეთ, ნურაფრის დამალვას ნუ შეეცდებით, რადგან მამაკაცმა ისედაც იცის თქვენი ყველა "ნაკლის" შესახებ. საქმე იმაშია, რომ მამაკაცს აქვს უნიკალური ნიჭი, ნებისმიერ სამოსში "ამოიცნოს" ქალის სხეული.

5. სექსის წინ დიდი ხანი მზადება...

არიან ქალბატონები, რომლებიც დიდ დროს უთმობენ ინტიმური სიახლოვისთვის მზადებას. ხანგრძლივმა ლოდინმა შეიძლება მამაკაცს აღძრული ვნება მალევე ჩაუქროს. ნუ იტყვით უარს სპონტანურ სექსზე, ეს კიდევ მომხიბვლელსა და სექსუალურს გაგხდით მამაკაცის თვალში.

6. გადაჭარბებული არომატები...

ხშირად ისეც ხდება, რომ მამაკაცის "ჭკუიდან გადაყვანის" მიზნით ქალბატონები ათასგვარ ლოსიონს, სუნამოს, არომატულ ზეთს იყენებენ, მაგრამ ზომიერება გამოიჩინეთ. თანაც, ნუ დაგავიწყდებათ, რომ ზედმეტად მკვეთრი სურნელი თრგუნავს სექსუალურ მოთხოვნილებას, ხოლო ქალის ბუნებრივი სურნელი ბევრად უფრო აღაგზნებს, ვიდრე ათასი სხვა საშუალება.

7. შეცდომაა, როდესაც ქალს არ სურს პარტნიორთან ერთად ეროტიკული შინაარსის ფილმების ყურება

სექსოლოგების აზრით, ეს ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა სექსუალური ფანტაზიების გასაღვივებლად. ასე რომ, ნუ მოგერიდებათ, პირიქით, ამ დროს შეგიძლიათ გულწრფელად იმაზეც ესაუბროთ, რა მოგწონთ და რას შეცვლიდით თქვენს ინტიმურ ცხოვრებაში.

marao.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა