თეგებით ძიება

რამდენიმე დღეში ვაკის პარკი სრულად ჩაიკეტება

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო რამდენიმე დღეში ვაკის პარკი სრულად ჩაიკეტება. ამის შესახებ კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. თბილისის მერის თქმით, რეაბილიტაციის პროცესში პარკის ყველა მნიშვნელოვანი ელემენტი, მაქსიმალურად შენარჩუნდება.

„მინდა მივაწოდო მოსახლეობას ინფორმაცია, რომ რამდენიმე დღეში მოგვიწევს პარკის სრულად ჩაკეტვა, იმის გამო რომ საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები იწყება. დაპროექტების ეტაპზეც და ახლაც აქტიური კომუნიკაცია გვაქვს ადგილობრივ მოსახლეობასთან, არის მათ ჩართულობა და ბევრი საინტერესო იდეა ჰქონდათ, რომელიც ამ პროექტში გავითვალისწინეთ. სამუშაოებს რაც შეეხება, წლის ბოლომდე მთლიანად უნდა იყოს დასრულებული და დარწმუნებული ვარ, რეაბილიტაციის შემდეგ კიდევ ერთი მაგარი რეკრეაციული სივრცე გაჩნდება ქალაქში“, - განაცხადა კალაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა