თეგებით ძიება

ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებიდან 16 წელი გავიდა

საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებიდან 16 წელი გავიდა. ოფიციალური ვერსით, ის 2005 წლის 3 თებერვალს ბუნებრივი აირის გაჟონვით – გასათბობი მოწყობილობიდან გაჟონილი მომწამვლელი ნახშირჟანგის აირით 42 წლის ასაკში, ქვემო ქართლის გუბერნატორის ყოფილ მოადგილესთან რაულ უსუპოვთან ერთად დაიღუპა.

ზურაბ ჟვანია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონშია დაკრძალული. მისი ხსოვნის პატივსაცემად 2006 წლის 9 დეკემბერს, ზურაბ ჟვანიას დაბადების დღეს, საქართველოს პარლამენტის შენობაში, პრეზიდენტის ფლიგელში ტრაგიკულად დაღუპული საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის ბიუსტი გაიხსნა, რომელის ავტორი მოქანდაკე გიორგი ჭანკოტაძეა.

თბილისში არსებობს ზურაბ ჟვანიას სახელობის ქუჩა და მოედანი.

ზურაბ ჟვანიას დარჩა მეუღლე ნინო ქადაგიძე-ჟვანია და სამი შვილი: ლიზა, ბუსა და ანა.

ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გვამები თბილისში, საბურთალოს ქუჩაზე, N53-ში 2005 წლის 3 თებერვალს აღმოაჩინეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა