თეგებით ძიება

კორონას საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი ადამიანის გარდაცვალების ფაქტი არ ფიქსირდება - კულუმბეგოვი

ყველა ვაქცინას სიკვდილიანობა ნულამდე ჩამოჰყავს, ვაქცინირებული რომ გარდაცვლილიყო კოვიდით, ჯერ არცერთი კვლევით არ ფიქსირდება, აქ საუბარია ყველა ვაქცინაზე, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „იმედის დილაში“ განაცხადა.

„მაგრამ ჯერჯერობით ღიად რჩება კითხვა, მე რომ ვარ ვაქცინირებული, ვიქნები თუ არა ამ ვირუსის გადამტანი იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც არ აქვთ ვაქცინა გაკეთებული?!

ოქსფორდის ჯგუფმა გამოაქვეყნა „ასრტა ზენეკაზე“ კვლევა, ძალიან დიდი ალბათობით, 76-პროცენტიანი სიზუსტით ნახეს რომ, ეს გადამდებლობაც შეიძლება ოქსფორდის ვაქცინამ შეამციროს. ანუ, თუ ეს ორივე ექნება ვაქცინას, რომ ჩვენ პასიური გადამტანი არ ვიქნებით და სიკვდილობას გამინულებს, ეს მაშინ იქნება სერიოზული გარდატეხა და იმედის ნაპერწკალი, რომ ჩვენ შემოდგომიდან ნორმალურ ცხოვრებას შევძლებთ“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა