თეგებით ძიება

იმედი მაქვს, რომ რესტორნები არაკანონიერი ქმედებით დიალოგს არ გაართულებენ - ნათია თურნავა

ნათია თურნავა რესტორნების თვითნებური გახსნის საკითხს გამოეხმაურა. ამ საკითხზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მთავრობას ამ სფეროს წარმომადგენლებთან კომუნიკაციის ნაკლებობა ნამდვილად არ აქვს და შეხვედრები პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ რესტორნების მფლობელები კანონს არ დაარღვევენ.

„გასაგებია, რომ იმის გამო რომ რესტორნები არა აჭარაში, არამედ დანარჩენ საქართველოში ჯერჯერობით ვერ იხსნება, აქედან გამომდინარე მათ აქვთ უკმაყოფილება. მაგრამ დაუმორჩილებლობა, კანონის დარღვევა, ეპიდემიოლოგიური წესების მიმართ დაუმორჩილებლობა არის მიუღებელი, ამას რა თქმა უნდა მოჰყვება მკაცრი რეაქცია. მაგრამ ვინაიდან ჩვენ პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში პრემიერ-მინისტრთან ერთად, ეკონომიკურ გუნდთან ერთად ვიხილავთ თუ როდის შეიძლება იგივე აჭარის მოდელი, სადაც ჩვენ ღია სივრცეები გავხსენით, გადმოვიტანოთ დანარჩენ საქართველოზე და ვაკვირდებით ეპიდემიოლოგიურ ვითარებას და ვეძებთ გამოსავალს, ჩემი თხოვნა იქნება და დიდ იმედს გამოვხატავ, რომ რესტორნები ასეთი არასწორი, არაკანონიერი ქმედებით არ გაართულებენ დიალოგს ჩვენ შორის“, – განაცხადა მინისტრმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მთავრობა ყოველთვის მზად არის სფეროს წარმომადგენლებთან შესახვედრად.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რესტორნები შაბათს თვითნებურ გახსნას გეგმავენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა