თეგებით ძიება

ავარიის შედეგად გურჯაანში მამა-შვილი დაშავდა

გურჯაანში მომხდარი ავარიის შედეგად მძღოლი და მისი მცირეწლოვანი შვილი მძიმედ დაშავდნენ. შემთხვევა სოფელ ვაჩნაძიაანის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდენჯერმე ამოტრიალდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღეს მძღოლმა და არასრულწლოვანმა. ორივე მათგანი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა