თეგებით ძიება

რატომ არ ტარდება სკოლის მოსწავლეების გაფართოებული ტესტირება - თამარ გაბუნიას განმარტება

ყოველდღე რომ ყველანი გავიტესტოთ, კარგი იქნებოდა, მაგრამ უნდა მივიღოთ გონივრული გადაწყვეტილება იმის მიხედვით, თუ ვინ არის უფრო მაღალი რისკის ჯგუფში, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, სწავლის განახლების შემდეგ სკოლების დახურვის შემთხვევები არ ყოფილა, ყველა სკოლამ წარმატებით დაიწყო და აგრძელებს ფუნქციონირებას.

„მოსწავლეების ძალიან მცირე რაოდენობამ მიიღო გადაწყვეტილება, გააგრძელოს სწავლა დისტანციურ ფორმატში. რაც შეეხება პედაგოგებისა და სკოლის პერსონალის ტესტირებას, რა თქმა უნდა, რესურსი აქაც არის შეზღუდული. ყოველდღე რომ ყველანი გავიტესტოთ, კარგი იქნებოდა, მაგრამ უნდა მივიღოთ გონივრული გადაწყვეტილება იმის მიხედვით, თუ ვინ არის უფრო მაღალი რისკის ჯგუფში. შესაბამისად, როდესაც ვსაუბრობთ დასაქმებულების ტესტირებაზე, 20%-იანი მაჩვენებელი გვაძლევს გარკვეულ მონაცემებს. რაც შეეხება მოსწავლეებს, ასეთი ტიპის სისტემური ტესტირების შესახებ ჯერჯერობით არც მეცნიერული მონაცემები არსებობს და არც შესაბამისი რესურსები გვაქვს“, - განაცხადა გაბუნიამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა