თეგებით ძიება

გურჯაანის რამდენიმე სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა

გურჯაანის რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა. გავრცელებული ინფორმაციით, ამის მიზეზი მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი გაზის კომპანიის მიერ მიმდინარე და გადაუდებელი სამუშაოები გახდა.

გურჯაანსა და რამდენიმე სოფელში გაზმომარაგება დღეს შეწყდება, რის გამოც 3-4 თებერვალს ქალაქის პირველ, მეორე და მეოთხე, ასევე სოფელ გურჯაანის, ბაკურციხის და ვეჯინის საჯარო სკოლებში სწავლა არ იქნება.

კომპანია ,,სოკარ ჯორჯია გაზმა“ აბონენტებს შეტყობინება გაუგზავნა, რომლის მიხედვითაც 3 თებერვლის 9:00 საათიდან, 4 თებერვლის 18:00 საათამდე, მათ ბუნებრივი აირი არ მიეწოდებათ. საჯარო სკოლებში ამბობენ, რომ გაცდენილი გაკვეთილები მოსწავლეებს აუცილებლდ აუნაზღაურდებათ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა