თეგებით ძიება

საქართველოში შემოსვლას უარყოფითი PCR ტესტით ტურისტები თურქეთიდანაც შეძლებენ

იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებსა და რეზიდენტებს საქართველოში შემოსვლა უარყოფითი PCR ტესტით შეუძლიათ, თურქეთი ემატება. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, თურქეთიდან საქართველოში საკმაოდ ბევრი ტურისტი შემოდის და ეს გადაწყვეტილება ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი სტიმული იქნება.

„ჩვენი ამოცანაა, რომ ტურისტულ ინდუსტრიას ჟანგბადი ჩავასუნთქოთ და ნელ-ნელა დაიწყოს სფეროს ამოქოქვა. აქედან გამომდინარე, ქვეყნებს, საიდანაც უარყოფითი PCR ტესტით შემოდის ტურისტი, ემატება თურქეთი. ამავდროულად შენარჩუნდება მათთვის 72 საათის შემდეგ კიდევ ერთი PCR ტესტის გაკეთების ვალდებულება.

ეს არის დამაიმედებელი ინფორმაცია როგორც ბიზნესისთვის, ისე ტურიზმისთვის, რადგან ყოველთვის საკმაოდ ბევრი ტურისტი გვსტუმრობს თურქეთიდან“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ საჰაერო მიმოსვლის გზით, საქართველოში უარყოფითი PCR ტესტით შემოსვლა ტურისტებს შეუძლიათ ევროკავშირის ქვეყნებიდან, შვეიცარიიდან, ისრაელიდან, აშშ-დან, საუდის არაბეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და ბაჰრეინიდან.

რაც შეეხება ვაქცინირებულ პირებს, მათ საქართველოში შემოსვლა ნებისმიერი ქვეყნიდან შეუძლიათ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა