თეგებით ძიება

ჩხოროწყუს მერიასთან მიმდინარე აქციაზე დაპირისპირება მოხდა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ადგილზე შეკრებილმა სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა, მუნიციპალიტეტის მერს დავით გოგუას კონკრეტული დრო მისცეს იმისათვის, რომ მათ შეხვედროდა, თუმცა მოთხოვნას არავინ გამოხმაურებია.

ამის შემდეგ, აქციაში მონაწილე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა, რომლებიც საკრებულოს წევრები არიან, მერიის შენობაში შესვლა სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. აღნიშნულს აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა. აქციის ერთ-ერთი მონაწილე აცხადებს, რომ დაცვის პოლიციის თანამშრომელმა ხელი გაარტყა.

მერიის შენობასთან საპროტესტო აქცია ამ წუთებშიც გრძელდება. ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებია მობილიზებული.

ჩხოროწყუში, ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეები მერიის შენობაში მიიყვანეს და საპირფარეშოები დაასუთავებინეს. მას შემდეგ, რაც 31 იანვარს ფაქტის ამსახველი კადრები გავრცელდა, მოქალაქეებმა მუნიციპალიტეტის მერის გადადგომას და ყველა იმ პირის დასჯას ითხოვენ, ვინც მომხდარში მონაწილეობდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა