თეგებით ძიება

თემურ წიკლაურის ანდერძი – რა დაუტოვა მომღერალმა საპატრიარქოს

ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა საარქივო გადაცემა გააზიარა, სადაც სტუმრად აწ განსვენებული მომღერალი, თემურ წიკლაური გახლდათ.

როგორც თემურ წიკლაურმა „ნანუკას შოუში“ თქვა, მან ქართული დიასპორის დახმარების მიზნით, საქართველოს საპატრიარქოს ისრაელში არსებული ბინა და მიწა გადასცა.

„ისრაელში ძალიან ბევრი მეგობარი მყავს. არის თბილისელი კაცი სოსო ხარებოვი. მითხრა, მოდი იქნებ ჯვრის მონასტერი ვიყიდოთო, იყო მცდელობა 90-იან წლებში მაგის გაკეთების, მაგრამ ვერ ვიშოვეთ ისეთი კაცი, ვინც ამ თანხას გაიღებდა.
საპატრიარქოს არ აქვს იერუსალიმში არაფერი და ამიტომ გადავწყვიტეთ ბინის შეძენა. დავთანხმდი სოსოს, წავედი, ისეთ ბინებს ვეძებდი, რომელიც საქართველოს და საპატრიარქოს შეეფერებოდა. ეს უწმინდესის ლოცვა-კურთხევით ხდებოდა.
ერთხელაც უწმინდესს ვუთხარი, ძველ ქალაქში ძვირია ბინა, იქნებ ცოტა სხვაგან ვნახო-მეთქი. მითხრა, იცი რას გეტყვი შვილო, ძველ ქალაქში, სადაც ქრისტეს საფლავია სალოცავად უნდა მივიდეს კაცი და არა დასაძინებლადო, უცებ მომიხსნა ყველა პრობლემა.

შემდეგ ქართველი ებრაელების დახმარებით, ეს საკითხი ქნესეთის დონეზე განიხილეს. მე როდესაც ბინა ვიშოვე, ვითხოვე მიწაც ჰქონოდა საქართველოს და ისიც ჩვენი საკუთრებაა. ბინის შეძენა ყოველთვის შეიძლებოდა გარკვეული ვადით, მაგრამ მე ვთქვი სანამ იარსებებს სამყარო, ისრაელი და საქართველო მანამდე საპატრიარქოს საკუთრება უნდა იყოს ეს ბინა და მიწა-მეთქი, რაც შეტანილია ხელშეკრულებაში“, –აცხადებს თემურ წიკლაური შოუში სტუმრობისას.

[flash=425,264]

თემურ წიკლაური ნანუკას შოუს არქივიდან

" ჩემი შვილის გარდაცვალების შემდეგ აღარ მინდიდა, არც სიმღერა და არაფერი... მე დავამთავრე ცხოვრება. ბიჭებს ვუთხარი, მე მოვრჩი სიმღერას, დამანებეთ თავი. ხომ ვიმუშავეთ ამდენი, წადით ახლა თქვენ თვენთვის. არავითარ შემთხვევაში არ დამტოვეს. საჭირო გახდა მდგომარეობიდან გამოსაყვანად დაბრუნება..." - თემურ წიკლაური, "ნანუკას შოუს" არქივიდან, 2011 წელი "სხვა ნანუკას" მთელი შემოქმედებითი ჯგუფი იზიარებს მწუხარებას თემურ წიკლაურის გარდაცვალების გამო. დაუმეგობრდით ნანუკას ინსტაგრამზე ???? https://www.instagram.com/nanukashow/Posted by ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ / Nanuka Zhorzholiani's Show on სამშაბათი, 02 თებერვალი, 2021

[/flash]


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა