თეგებით ძიება

"ბავშვებში გაჩნდა სიმსუქნე, აგრესიულობა, უძილობა და საგნის ათვისების პრობლემა" - თემურ მიქელაძე დისტანციური სწავლების სირთულეებზე

იმუ­ნი­ზა­ცი­ის ექ­სპერტთა საბ­ჭოს წევ­რის, პე­დი­ატ­რ თე­მურ მი­ქე­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, დის­ტან­ცი­ურ პი­რო­ბებ­ში ყოფ­ნის გამო, ბავ­შვებ­ში ისე­თი პრობ­ლე­მე­ბი გაჩ­ნდა, რო­გო­რიც არის სიმ­სუქ­ნე, აგ­რე­სი­უ­ლო­ბა, აღ­გზნე­ბა­დო­ბა, უძი­ლო­ბა, საგ­ნის ათ­ვი­სე­ბის პრობ­ლე­მა.

თე­მურ მი­ქე­ლა­ძის გან­მარ­ტე­ბით, ბავ­შვთა უმ­რავ­ლე­სო­ბა კო­რო­ნა­ვირუსს უპ­რობ­ლე­მოდ გა­და­ი­ტანს, მაგ­რამ ნე­იროფ­სი­ქი­ატ­რი­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა საკ­მა­ოდ რთუ­ლია.

„დღე­ვან­დე­ლი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი სი­ტუ­ა­ცი­ას თუ და­აკ­ვირ­დე­ბით, 3-დან 4,5%-მდე მერ­ყე­ობს დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი. ყო­ველ­დღი­უ­რად და­ახ­ლო­ე­ბით 15 000-დან 20 ათა­სამ­დე ტეს­ტი ტარ­დე­ბა. თუ ასე გაგ­რძელ­და, თვის ბო­ლოს დიდ ქა­ლა­ქებ­ში ალ­ბათ სა­სურ­ვე­ლია, რომ სკო­ლე­ბი გა­იხ­სნას.

საკ­მა­ოდ რთუ­ლია ონ­ლა­ინ მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით ისე­თი ონ­ლა­ინ მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბა, რო­მე­ლიც სწავ­ლას­თან არ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. იქ არის სხვა­დას­ხვა აგ­რე­სი­უ­ლი თა­მა­შე­ბი, აუ­რა­ცხე­ლი შავი მა­სა­ლა, რო­მე­ლიც ბავ­შვებს სწრა­ფად იზი­დავს და მშობ­ლებს ბი­ნის პი­რო­ბებ­ში მათი მარ­თვა საკ­მა­ოდ უჭირთ.

პირ­ველ რიგ­ში, გაჩ­ნდა სხვა­დას­ხვა პრობ­ლე­მე­ბი, რო­გო­რიც არის მა­გა­ლი­თად, სიმ­სუქ­ნე. ბავ­შვებ­მა უკვე მკვეთ­რად მო­ი­მა­ტეს წო­ნა­ში. გარ­და ამი­სა, არის აღ­გზნე­ბა­დო­ბა, უძი­ლო­ბა, რაც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია რო­გორც ეკ­რან­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას­თან, ასე­ვე ბი­ნის პი­რო­ბებ­ში გა­მო­კეტ­ვას­თან. აღ­ნიშ­ნუ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მე­ო­რე დღეს ეს ბავ­შვე­ბი გა­მო­უ­ძი­ნებ­ლე­ბი, დას­ტრე­სი­ლე­ბი არი­ან, აქვთ საგ­ნის შეს­წავ­ლის ან ათ­ვი­სე­ბის პრობ­ლე­მა.

ამი­ტომ, ჩვე­ნი რე­კო­მენ­და­ცი­აა, რომ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სამ­ჯერ მა­ინც გა­ვიდ­ნენ ბავ­შვე­ბი გა­რეთ. გარ­და ამი­სა, ბავ­შვე­ბი­დან წა­მო­ვი­და უკვე ზედ­მე­ტი აგ­რე­სია, რაც შემ­დეგ­ში საკ­მა­ოდ რთუ­ლი სა­მარ­თა­ვია. შე­იძ­ლე­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცია მარ­ტი­ვად მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს ბავ­შვებ­ში და ბავ­შვთა უმ­რავ­ლე­სო­ბა ვირუსს უპ­რობ­ლე­მოდ გა­და­ი­ტანს, მაგ­რამ ნე­იროფ­სი­ქი­ატ­რი­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა მერ­წმუ­ნეთ, საკ­მა­ოდ რთუ­ლია. მას შე­საძ­ლოა, რამ­დე­ნი­მე თვე და წლე­ბიც კი დას­ჭირ­დეს. ამ საფრ­თხის წი­ნა­შე უკვე დგა­ნან გან­სა­კუთ­რე­ბით თი­ნე­ი­ჯე­რუ­ლი ასა­კის ბავ­შვე­ბი.

გახ­სნას­თან ერ­თად აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ სკო­ლებ­მა და სხვა­დას­ხვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­მა მაქ­სი­მა­ლუ­რად და­იც­ვან ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბი, რა­მე­თუ მათი დაც­ვით, ჩვენ არა მხო­ლოდ კო­რო­ნა­ვირუსს, არა­მედ სხვა ვირუ­სულ ინ­ფექ­ცი­ებ­საც თა­ვი­დან ვი­რი­დებთ“, - გა­ნა­ცხა­და მი­ქე­ლა­ძემ მე­დი­ა­ცენ­ტრ „მთა­ვარ­ში“ გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა