თეგებით ძიება

კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები შაბათ-კვირას შენარჩუნდება

საქართველოში კორონავირუსის საწინაღმდეგოდ დაწესებული შეზღუდვები შემსუბუქდა, თუმცა აკრძალვები კვლავ იმოქმედებს შაბათ-კვირას.

" შეზღუდვები შენარჩუნდება შაბათ-კვირას, შემდგომი შემსუბუქება შეზღუდვების 15 თებერვლის შემდგომ, და ამ შეზღუდვების შემსუბუქების კიდევ უფრო დაჩქარება, განხილულ იქნება ერთი კვირის თავზე", - თქვა პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის, ორშაბათიდან, 8 თებერვლიდან, საქართველოში სრული მასშტაბით ამოქმედდება მუნიციპალური ტრანსპორტი.

ასევე, 8 თებერვლიდან, მუშაობას განაახლებენ ბაზრობები.

15 თებერვლიდან, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში სასწავლო პროცესი განახლდება საკლასო ოთახებში.

ასევე, 15 თებერვლიდან კვების ობიექტები, რესტორნები, შეძლებენ ამოქმედდნენ ღია სივრცეში.

დაწესებული შეზღუდვები კვლავ შენარჩუნდება შაბათ-კვირას.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა