თეგებით ძიება

რა შეზღუდვებს ხსნის მთავრობა - ჩამონათვალი

საქართველოს მთავრობამ შეზღუდვების შემსუბუქების ახალი ტალღა დააანონსა, რომელიც ორ ეტაპად: 8 და 15 თებერვლიდან დაიწყება.

8 თებერვალს აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა (თბილისის მეტრო, ავტობუსები, ე.წ სამარშუტო ტაქსები) – გარდა შაბათ-კვირისა.

გაიხსნება ღია და დახურული ბაზრობები – გარდა შაბათ-კვირისა.

15 თებერვლიდან თბილისში, რუსთავსა და ქუთაისშიც, სრულად მთელი საქართველოს მასშტაბით:



ბავშვები სწავლას საკლასო ოთახებში განაგრძობენ (ამასთან, მშობლებს კვლავაც ექნებათ უფლება სურვილის შემთხვევაში აირჩიონ დისტანციური სწავლება).

კვების ობიექტები ღია სივრცეებში სტუმრების მიღებას შეძლებენ – გარდა შაბათ-კვირისა.

ქვეყანაში ძალაში რჩება მოქმედი კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 05:00-მდე.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მკაცრდება სანქცია პირბადის ტარების წესის დარღვევაზე და მეორედ დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა გაორმაგდება.

ორგანიზაციები, ბიზნესსუბიექტები, რომლებიც მიზანმიმართულად დაარღვევენ კანონს და შეზღუდვების პერიოდში განახორციელებენ აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას, ვეღარ ისარგებლებენ პანდემიის დროს დაწესებული შეღავათებით, სუბსიდირებით და სხვადასხვა პროგრამებით.

გაიგეთ მეტი:

ორშაბათიდან, 8 თებერვლიდან საქართველოში სრული მასშტაბით ამოქმედდება მუნიციპალური ტრანსპორტი: მეტრო, ავტობუსი და სამარშრუტო ტაქსები;

8 თებერვლიდან ამოქმედდება ბაზრობები;

15 თებერვლიდან საქართველოს მასშტაბით სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდება;

15 თებერვლიდან კვების ობიექტები, მათ შორის, რესტორნები შეძლებენ იმუშაონ ღია სივრცეში.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა