თეგებით ძიება

გენრი დოლიძემ და მისმა სამმა თანაპარტიელმა "მოქალაქეები" დატოვეს

პარტია მოქალაქეების წევრებმა გენრი დოლიძემ, მირიან მერცხალაძემ, გიორგი გაბაიძემ და გუჯა ხაბაძემ პარტია დატოვეს. განცხადებას გენრი დოლიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს, რომ მისი და მისი თანაპარტიელების გადაწყვეტილება პარტიის ლიდერების, ალეკო ელისაშვილისა და ლევან იოსელიანის პარლამენტში შესვლას უკავშირდება.

"სხვანაირად ვხედავ საერთო მიზნისკენ სავალ გზას", - დაწერა დოლიძემ, - "თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ალეკოს და ლევანის უანგარობასა და პატრიოტიზმში არასოდეს შემპარვია ეჭვი....შეგნებულად წავიდნენ მსხვერპლზე იმიტომ, რომ ასე სწამთ!".

დოლიძე პოლიტიკურ საქმიანობას დროებით წყვეტს და სამოქალაქო აქტივიზმში აპირებს დაბრუნებას.

"წარმატებები ჩემს, აწ უკვე ყოფილ პარტიას, და მადლობა უშუალოდ ჩემს გუნდს ერთსულოვნებისთვის, ერთგულებისთვის", - წერს დოლიძე იმ სამ თანაპარტიელზე, რომელმაც პარტია მასთან ერთად დატოვა.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა