თეგებით ძიება

მივიდეს და შეხვდეს "ოცნებას", უკან დაახევინოს... რა უნდათ, ჩვენი ხელით ნარი კრიფონ და მერე ჩვენ გვაკრიტიკონ?! - ელისაშვილი ვაშაძეზე

"მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი "ქართუოლ ოცნებასთან" გაფორმებულ მემორანდუმთან დაკავშირებით გიორგი ვაშაძეს პასუხობს. მისი თქმით, ვაშაძის მიერ გაკეთებული განცხადებები, თითქოს მემორანდუმში რაღაცეები გაუარესებულია, სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც ელისაშვილი აცხადებს, დოკუმენტი სხვებისთვისაც ხელმისავწდომია და ამის შემოწმება ყველას შეუძლია:

“კარგით, დავუშვათ ჩვენ გავაუარესეთ, ადგნენ და უკეთესი პუნქტები შეატანინონ "ქართულ ოცნებას", ჩვენ რომ ხელი მოვაწერეთ იმას კი არ ნიშნავს, რომ ათი მცნებაა ან სახარებისეული ჭეშმარიტება, შეიტანონ ჩვენზე უკეთესი პუნქტები. ჩვენ რაღაცებს ვაკეთებთ და სხვები კომენტატორები არიან, ნუ კომენტატორობენ, იპოლიტიკოსონ, ხომ უნდოდა ვაშაძეს პრემიერობა, მივიდეს და შეხვდეს "ქართულ ოცნებას", უკან დაახევინოს. რა უნდათ, ჩვენი ხელით ნარი კრიფონ და მერე ჩვენ გვაკრიტიკონ?!

ეს ტექსტი აღებულია ელჩებთან 4 რაუნდის მოლაპარაკების ე.წ. დრაფტიდან, დაჯამებული დოკუმენტიდან გადმოვიტანეთ მემორანდუმში და ერთადერთი საკითხი, რასაც მე მოლაპარაკების მაგიდასთანაც ვითხოვდი, ახლაც ვითხოვ და მემორანდუმშიც წერია, ეს არის რომ 4 ერთთან შეფარდება იყოს დიდ ქალაქებში, ეს არის ჩემი პრინციპული პოზიცია, რომ თვითმმართველობის არჩევნები არ ჩატარდეს სრულად პროპორციულით, რადგან საკრებულოებში მაჟორიტარები უნდა იყვნენ, დამოუკიდებელი მაჟორიტარები, არ არის აუცილებელი საკრებულოში მოხვდეს ის ვინც მაინცდამაინც პარტიის წევრია. ჩემს პოლიტიკურ ბიოგრაფიასთანაც არ ვიქნებოდი მართალი, რადგან მე საკრებულოს წევრი გავხდი როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი,"- განაცხადა ელისაშვილმა.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა