თეგებით ძიება

საქართველოს მასშტაბით ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვა ძალაში რჩება

საქართველოს მასშტაბით ძალაში რჩება გადაადგილებაზე შეზღუდვა 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე. ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

„ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვის, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა შეზღუდვის მიზანი, არის კორონავირუსის გავრცელების ტემპის შენელება. უკვე ერთი წელია, ვცხოვრობთ ამ ვირუსთან ერთად და ყველამ იცის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მობილობის კონტროლი და ისეთი ტიპის აქტივობის არდაშვება, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ვირუსის გავრცელებას. ყველასათვის ცნობილია, რომ სწორედ 21:00 საათის შემდეგ ხდება ხოლმე ოჯახებს შორის შეკრებები და ასეთი ტიპის სოციალური ინტერაქცია, რომელიც, როგორც წესი, პირბადის გარეშე მიმდინარეობს. ასეთი ტიპის შეზღუდვები, და ბევრად უფრო მკაცრიც, მოქმედებს სხვა ქვეყნებშიც. ევროპის ბევრ ქვეყანაში გადაადგილების შეზღუდვა მთელი დღის განმავლობაში მოქმედებს. ამიტომ, მოვუწოდებ მოქალაქეებს, გავუფრთხილდეთ არა მხოლოდ საკუთარ და სხვების ჯანმრთელობას, არამედ ქვეყნის ეკონომიკასაც, ვინაიდან ეპიდვითარების გაუარესების შემთხვევაში, შეზღუდვების გამკაცრება იქნება აუცილებელი“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა