თეგებით ძიება

პირბადის ტარების წესის დარღვევაზე ჯარიმა გაიზრდება

კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად, პირბადის ტარების წესის დარღვევაზე სანქცია მკაცრდება და მეორედ დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა გაიზრდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

გახარიას თქმით, შეზღუდვების შემსუბუქება ზრდის მოქალაქეებისა და ორგანიზაციების პასუხისმგებლობას.

„ამ შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად, ჩვენ წესების დაცვის გამკაცრებაზეც უნდა ვიზრუნოთ. ამიტომ მივიღებთ გადაწყვეტილებას მიზანშეწონილობის შესახებ იმის თაობაზე, რომ როდესაც, მაგალითად, პირბადის წესის დარღვევა მოხდება განმეორებით, შესაბამისი ჯარიმა გაორმაგდეს.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ თანამედროვე მსოფლიოში ვერავინ ვერაფერი მოიგონა პანდემიის წინააღმდეგ უფრო ეფექტური ვიდრე პირბადეა, დისტანციის დაცვა, ტესტირება და შემდგომ უკვე ვაქცინაციაა. ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს წესები დავიცვათ ეფექტურად. ეს ჩვენი ეკონომიკის და ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების დაცვის ინეტერესშია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა