ჯანდაცვის სამინისტრო: ტყუილია, 3 ფსიქიატრიული საავადმყოფო არ იხსნება
სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, ახალი ფსიქიატრიული კლინიკები იხსნება.
“აიპრესი” facebook-ში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაუკავშირდა.
როგორც უწყებაში განგვიცხადეს, გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი. 3 ფსიქიატრიული საავადმყოფო არ იხსნება.