თეგებით ძიება

ზამთრის კურორტებთან მიმართებით შეზღუდვები ძალაში რჩება

ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე ზამთრის კურორტებთან მიმართებით შეზღუდვები ვერ შემსუბუქდება.

„რაც შეეხება, კერძო ბინებში დამსვენებლის ჩასვლას, ვერც კერძო მესაკუთრეს ვერ ავუკრძალავთ საკუთარ ბინაში ჩასვლას და დასვენებას.“ - განაცხადა ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, ძალიან იშვიათი გამონაკლისების გარდა, ზამთრის კურორტები არ ფუნქციონირებენ და ასეთ ქვეყნებში ზამთრის კურორტებზე შეზღუდვები შემსუბუქების ნაცვლად, პირიქით, ხანგრძლივდება.

ცქიტიშვილი თანამოქალაქეებს და ბიზნესსექტორს თხოვნით მიმართავს, შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ ყველა დადგენილი წესი და რეგულაცია გაითვალისწინონ, რათა ქვეყანაში ეპიდვითარება კვლავ არ გაუარესდეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა