თეგებით ძიება

ზურა ჯაფარიძე: პირველ რიგში „კომენდანტის საათია“ მოსახსნელი

„გირჩი მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ საკოორდინაციო საბჭოს მიერ სხდომაზე კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ეს იყო გულწრფელი პროტესტი და მთავრობამ ეს დაინახა.

"ეს გადაწყვეტილება აჩვენებს იმას, რომ პროტესტი ხშირ შემთხვევაში მუშაობს, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იყო მრავალრიცხოვანი პროტესტი.

მგონია, რომ დაინახეს რომ ეს იყო გულწრფელი პროტესტი, ეს არ იყო დაორგანიზებული პარტაქტივი და ამიტომ მოხდა რეაგირება, თუმცა ეს არ არის საკმარისი.

ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ შეზღუდვების ნაწილობრივი მოხსნა საკმარისი არ არის და ასევე უნდა მოიხსნას კომენდანტის საათიც.

„ჩემი აზრით, ყველაფერი გასახსნელია, მათ შორის პირველ რიგში კომენდანტის საათია მოსახსნელი,ასევე როგორც ზამთრის კურორტები რადგან ხალხი არის შემოსავლების გარეშე დარჩენილი.

გარდა ამისა, გასაუქმებელია ყველა ჯარიმა, რომელიც გამოწერილია ამ დარღვევების გამო“- განაცხადა „გირჩი მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა