თეგებით ძიება

მაკო გომურის დახმარების პროგრამა გაგრძელდება, ვწუხვარ თუ რამე უხერხულობა იყო - ცქიტიშვილი

ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, 20 ივნისის ღამეს დაზარალებული მაკო გომურის დახმარების პროგრამა გაგრძელდება. ამ თემაზე მან კითხვას მთავრობის ბრიფინგის შემდეგ უპასუხა.

"როგორც იცით, მაკო გომურთან მიმართებით გვქონდა მკურნალობის კურსი დაფინანსებული, მკურნალობის ხარჯებზე ვეხმარებოდით ქალბატონ მაკოსაც და სხვა დაზარალებულებსაც. შესაბამისად, ეს ბატონ ავთანდილ თალაკვაძის პირადი პასუხისმგებლობა არ იყო, ეს არის ჯანდაცვის სამინისტროს ნება, გადაწყვეტილება და, რა თქმა უნდა, ეს დახმარების პროგრამა მის მიმართ გაგრძელდება, ბუნებრივია. ვწუხვარ, რომ ამ უხერხულობას ჰქონდა ადგილი, თუ რამე იყო მსგავსი", - თქვა მაია ცქიტიშვილმა.

მაკო გომური აცხადებს, რომ ერთი თვეა ცდილობს გერმანიაში, ექიმთან გეგმიური ვიზიტისთვის გაფრენას, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროსთან ამ საკითხზე კომუნიკაციას ვერ ახერხებს. როგორც გომური საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს, აქამდე მას კომუნიკაცია ჰქონდა ჯანდაცვის სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსთან, ავთო თალაკვაძესთან. გომურის ინფორმაციით, სწორედ თალაკვაძე იყო ერთ-ერთი მათ შორის, ვინც 20 ივნისის აქციის დაშლისას დაშავებულების მკურნალობის პროცესს კურირებდა. მისი თქმით, თალაკავაძის თანამდებობდან წავსლის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროდან ვერავისთან ახერხებს ეფექტიან კომუნიკაციას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა