თეგებით ძიება

"ახლა, როცა ყველა ოქმი გადაწერილია და გასწორებულია ცესკოს მიერ, ამ კომისიის შექმნის აზრს ვერ ვხედავთ" - ენმ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ნონა მამულაშვილი საგამოძიებო კომისიის შექმნის აზრს, რომელმაც საარჩევნო დარღვევები უნდა გამოიძიოს, ვერ ხედავს.
როგორც მამულაშვილი აღნიშნავს, კომისიის შექმნა მისასალმებელი იქნებოდა მაშინ, თუ ის არჩევნების შემდგომ მალევე შეიქმნებოდა.
"ქართული ოცნება მოსახლეობას დადგმული სპექტაკლებით ანებივრებს, ჩვენ კიდევ ერთი ფარსის შემსწრეები ვართ, როდესაც მმართველი პარტია ცდილობს თავი დაიძვრინოს იმ უხერხული მდგომარეობიდან, რომელიც თავად შეუქმნეს საკუთარ თავს.

თუ მათ საგამოძიებო კომისიის შექმნა და გადათვლა უნდოდათ, ეს უნდა გაეკეთებინათ მაშინ, როდესაც არჩევნების შემდგომ მალევე პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო სექტორი ითხოვდნენ. ახლა, როცა ყველა ოქმი გადაწერილია და გასწორებულია ცესკოს მიერ, ჩვენ ამ კომისიის შექმნის აზრს ვერ ვხედავთ."

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა