სიღნაღში კაცი ცეცხლმოკიდებულ ავტომობილში დაიწვა
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბის მიმდებარე ტერიტორიაზე კაცი მსუბუქ ავტომობილში დაიწვა. გარდაცვლილი ადგილობრივებმა ნახეს და მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინეს.
მათი თქმით, 60 წლამდე კაცს ბოლო დროს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა. რა გახდა მანქანაში აალების მიზეზი, ჯერ უცნობია. შემთხვევის ადგილზე ექპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. დაწყებულია გამოძიება.