თეგებით ძიება

წლებია, ელისაშვილი ნაციონალურ მოძრაობას ებრძვის, ახლა კი მის გარეშე საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობა არ სურს - წულუკიანი

პარლამენტში განათლების კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ელისაშვილს შეუძლია საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე გახდეს, თუმცა, ნაციონალური მოძრაობის გარეშე მას ამის გაკეთება არ სურს. მისივე თქმით, არჩევნებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია შეიქმნება და მასში მონაწილეობის შესაძლებლობა ნებისმიერ ოპოზიციურ ძალას ექნება:

"თუ კი ელისაშვილი ფიქრობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე საგამოძიებო კომისიაში მონაწილრობას აზრი არა აქვს, ეს უცნაურია კაცისგან, რომელიც წლებია აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ებრძვის", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

რაც შეეხება მოქალაქეების ლიდერს ალეკო ელისაშვილს, ის აცხადებს, რომ საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში იმ შემთხვევაში ჩაერთვება, თუ “პატრიოტთა ალიანსი”, “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” მიიღებს მის მუშაობაში მონაწილეობას.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა