გურჯაანში მომხდარი ავარიის შედეგად მძღოლი მძიმედ დაშავდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავარიის შედეგად მძღოლი მძიმედ დაშავდა. ახალგაზრდა კაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა.
გავრცელებული ინფორმაციით, BMW-ს მარკის ავტომობილი ჯერ კედელს დაეჯახა, შემდეგ კი გარეგანათების ბოძს, რის შემდეგაც ამოტრიალდა. მომხდარის გამო თელავი-გურჯაანის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება შეფერხებულია.
წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.