7 თებერვლიდან ავტობუსის ზოლში კერძო სატრანსპორტო ავტომობილების მოძრაობა იკრძალება
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის ფუნქციონირება 8 თებერვლიდან განახლდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
დედაქალაქის მერია მძღოლებსა და კერძო სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს მოუწოდებს, 7 თებერვლიდან თავი შეიკავონ ავტობუსის ზოლში მოძრაობისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დაეკისრებათ ადმინისტრაციული სახდელი.
ინფორმაციისთვის თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში ტრანსპორტი 8 თებერვლიდან გაიხსნება. გადაწყვეტილების შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.