თეგებით ძიება

დავით სოკოლოვის ემოცია ვარსკვლავის გახსნაზე

საქართველოს პირველმა არხმა ცნობილ ტელეწამყვანს, დავით სოკოლოვს ვარსკვლავს გაუხსნა. დავით სოკოლოვის ვარსკვლავი მთაწმინდის პარკში, თბილისის ტელეანძის მიმდებარედ დღეს გაიხსნა.

საქართველოს ტელევიზიის დაარსების პირველივე წლებიდან დავით სოკოლოვი საინფორმაციო პროგრამა „მოამბის“, ასევე არაერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემის წამყვანად ათეულობით წლის განმავლობაში მუშაობდა. ტელევიზიის პარალელურად კი, რადიოშიც აგრძელებდა გადაცემების წაყვანას.

დავით სოკოლოვი:

„ჩემო ძვირფასებო, ეს ვარსკვლავი კი არ არის, ეს არის სიცოცხლის ხანგრძლივობა. ეს არის სასწაული იმისა, რომ არსებობ ამ ქვეყანაზე, რომ ხარ ამ საზოგადოების წევრი. ღმერთო მამაზეციერო, ეს შეკრება ყოფილიყოს სიმბოლო იმისა, რომ ერთმანეთს პატივი ვცეთ. რომ ასეთი თავშეყრა ყოფილიყოს მარტო ჩემთვის კი არა, არა, მე სულ არ მაინტერესებს ეს, მე მაინტერესებს მხოლოდ თქვენი გამოხედვა.

მე მაინტერესებს მხოლოდ თქვენი სიტყვიერი დამოკიდებულება ჩემდამი. მე მაინტერესებს იმის გახსენება, რასაც ჩვენ ვაკეთებდით, რისთვისაც ვაკეთებდით და როგორც ვაკეთებდით. ღმერთო, მამაზეციერო“

დავით სოკოლოვის ფოტოს, ვარსკვლავის გახსნის მომენტში, “მთავარი” ავრცელებს”


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა