თეგებით ძიება

მე საცივის გაკეთებას არავის ვასწავლი, ყველამ თავის საქმეს მიხედოს – პაატა იმნაძე რესტორატორებზე

„მე საცივის გაკეთებას არავის ვასწავლი, ყველამ თავის საქმეს მიხედოს“ – ამის შესახებ „ტვ პირველის“ ეთერში დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ რესტორატორებზე საუბრისას განაცხადა.

„მე ისიც მოვისმინე, რომ თურმე მე რაღაც კერძების მომზადებაში არ უნდა ჩავერიო და ისინი კიდევ ეპიდემიოლოგობაში რატომ ერევიან. საცივის რეცეპტი მე არასოდეს მომიწოდებიან ასე გააკეთეთ თქო და აქედან გამომდინარე ყველამ თავის საქმეს მიხედოს. ამ ქვეყანაში მთავარი ისაა, რომ ყველამ თავის საქმე აკეთოს კარგი იქნება. ჩვენ არ გვინდა, ორ კვირაში, ერთ თვეში დასაკეტი გახდეს ისევ ყველაფერი…

მე სხვის საქმეში არ ვერევი და საცივის გაკეთებას არავის ვასწავლი, არც ხინკლის მოხვევას, არ არის ეგ ჩემი საქმე, ამიტომ ყველამ თავის საქმეს მიხედოს“, – თქვა პაატა იმნაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა