თეგებით ძიება

ვინ დაჯავშნა ძვირადღირებული სასტუმროები ალპებსა და ემირატებში?

გასულ კვირას, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფბ პოსტს, დიდი გამოხმაურება მოჰყვა როგორც საზოგადოებაში, ისე მედიაში….

საქმე კი ეხებოდა, ერთ-ერთი ტურისტული ფირმის, კერძოდ კი, „თრეველ შოფის“ მიერ, შვეიცარიაში დაჯავშნილ სასტუმროსა და სამგზავრო ბილეთებს, რომელიც ამირან გამყრელიძის შვილის ოჯახმა შეისყიდა!

თითქოსდა, არც არაფერი სკანდალური არ უნდა ყოფილიყო ამ ინფორმაციაში, მაგრამ საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ქვეყანა ჩაკეტილ, ლოქდაუნის რეჟიმშია და ის ხალხი, რომლებიც სამთავრობო ტრიბუნებიდან მოგვიწოდებენ, დარჩით სახლშიო და ბაკურიანსა და გუდაურში სათხილამურე ტრასებს კეტავენ, მათი შვილების ოჯახები შვეიცარიის ალპებში მიფრინავენ ფილტვების გასაჯანსაღებლადოო?

მართალიცაა, რადგან ამირან გამყრელიძის შვილს, სამედიცინო კორპორაცია „ევექსის” მმართველს, „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის” დირექტორს, ნიკოლოზ გამყრელიძეს, თავად ჰქონდა კოვიდ 19, რომელიც შარშან იტალიიდან დაბრუნებულმა „გასტროლიორმა“ თანამშრომელმა ჩამოუტანა და ეს საზოგადოებისთვის მაშინვე გახდა ცნობილი!

ჩემი ფეისბუქ წერილი, უმალ არ მოეწონათ ამირან გამყრელიძის თანამშრომლებს და კომენტარებში მომწერეს, რომ ეს არის ტყუილი და სირცხვილია, ამ იაფფასიანი ამბებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანაო!


რასაკვირველია, პასუხებიც მიიღეს საზოგადოებისგან, მაგრამ ჩემი მეგობრის, საფრანგეთში მცხოვრები ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძის ჩართვამ პოლემკაში, უმალ შემოიყვანა თავად მომსახურე ფირმის ,,თრეველ შოფის“ დირექტორი, რომელიც უსუსურად იმართლებდა თავს და ტყუილიაო, იქამდე იძახდა, ვიდრე ფოფხაძემ არ დაწერა – კაი, ახლა შვეიცარიაში მოვიკითხავ, საქართველოდან ამ დღეებში რამდენი ჯავშანია ნებისმიერ სასტუმროშიო!

ამას მოჰყვა ის, რომ ,,თრეველ შოფის“ დირექტორმა ნიკ მანჯგალაძემ, არიქა, მართლა არ გაიგონ, ვინ მიფრინავს შვეიცარიაშიო, არც აცია და არც აცხელა, გამოგვიცხადა – ხვალ დილით ადრე, პროკურატურაში მივდივარ და გოგოსაშვილს უნდა ვუჩივლო ჩემი ფირმის საქმიანი რეპუტაციის შელახვის მცდელობისთვისო! არადა, ეს იმ დროს, როცა არათუ მისი ფირმის, არამედ გამყრელიძეების ოჯახისთვის არანაირი ჩრდილი არ მიმიყენებია!!!

აღვნიშნე ფაქტი და მორჩა!!!

რამდენიმე წუთში ვიგებ იმასაც, რომ „თრეველ შოფის“ დირექტორს ნიკ მანჯგალაძეს, ასევე აქვს რესტორანი ,,Z10“ და რომ შაბათის საპროტესტო აქციის არათუ მონაწილეა, არამედ ერთ-ერთი ორგანიზატორიც!

კი ბატონო, მეც მივესალმები ქალაქში ნებისმიერი ობიექტის გახსნას, თავისუფლად გადაადგილებას ტრანსპორტით, მაგრამ…..

ჩემი აღშფოთება გამოიწვია იმანაც, რომ თურმე, პრივილეგირებულ ადამიანებს, პრივილეგირებული ტურისტული ფირმები (ტურისტული ფირმების უმეტესობა, ლოქდაუნის პირობებში დაკეტილია და ლამის გაკოტრებული), მიმართავენ ვიპ პერსონები, ჯავშნიან უცხოეთში ზამთრის კურორტებზე სასტუმროებს, იღებენ ბილეთებს და ვითომც არაფერი? ანუ ეს ლოკდაუნები და ქვეყნის ჩაკეტვა, მხოლოდ მე, თქვენ და მათი აზრით, დაბალ ფენას გვეხებააა?!!

ამირან გამყრელიძის ვაჟს ერთხელ თუ დაემართა უცხოეთიდან იმპორტირებული ვირუსი, ღმერთამა კარგად ამყოფოს, მაგრამ მეორედ ამის რისკი მის ეპიდემიოლოგ მამას არ ანაღვლებს?

ანდა ამ ქვეყანაში როდის უნდა დამთავრეს საზოგადოებითვის თვალში ნაცრის შეყრა, დიდი დოზით?

კუბოების სიმრავლით რომ გვემუქრება პაატა იმნაძე, თავის მილიონნახევრიან სახლში რემონტზე რამდენიმე ხელოსანს რატომ ამუშავებს, რა, იქ დისტანციას იცავენ და ნიღბებს არ იხსნიან სახიდან?!


კარანტინის ზონები ხომ სულ თქვენი და თქვენი ახლობლების სასტუმროებში მოაწყვეთ, ბიუჯეტიდანაც ხომ ურიცხეთ მილიონობით ლარი და ისრიალებთ შვეიცარიაა, საფრანგეთ, ჩეხეთში რა გენაღვლებათ?

1-ლ თებერვალს საქართველოს საჰაერო სივრცე იხსნება და როგორც კოლეგა ლალი მოროშკინა წერს: „საჯაროდ მივმართავ ჩემს მაღალჩინოსან მეგობრებს!

თბილისი პატარა ქალაქია და უკვე ყველამ იცის თქვენი ჯავშნები მალდივებზე და ალპებში.

ძალიან გთხოვთ, ისე ნუ იზამთ, ტრაპამდე ვერ მიასწროთ…

სრულად დაჯავშნილია ემირატების, ძვირადღირებული რეისი!!!!“

ჰოდა, ჩვენზე დამაშვრალო მთავრობავ, ისემც გიქნიათ, სულ თქვენ წასულხართ და უკან აღარ დაბრუნებულხართ ძვირადღირებული კურორტებიდან! ამ თქვენს მიერ ჩამოქცეული ეკონომიკის, გაღატაკებულ საქართველოში თქვენი ადგილი არ არის , არც თქვენი ნებიერა შვილების და მეუღლეების, არც საყვარლებისა და სიდედრების, ჰოდა იფრინეეთ და დაისვენეთ, ვიდრე არ მოგბეზრდებათ, კისერიც გიტეხიათ!

ძახილი იმის, რომ დავრჩეთ სახლში, რომ ვისწავლოთ ფეხით სიარული საკუთარ ოჯახის წევრებს, საახლობლოს და „ნაშებს“ უთხარით, ღამღამობით, „ვიპ რესტორნებში“ რომ გრიალებენ და ქუჩაშიც კომენდანტის საათის დროს, თქვენივე გაცემული „ნარუშილოვკებით“ აღმა-დაღმა რომ დაჰქრიან ძვირადღირებული ჯიპებით!!!

ირინე გოგოსაშვილი, ალია


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა