თეგებით ძიება

ჩვენნაირი "მესაცივე"-ების გადახდილი თანხებით იღებს ხელფასს - რესტორატორები

ჩვენნაირი "მესაცივე"-ების მიერ გადახდილი თანხებით ის იღებს ხელფასს - ასე პასუხობს რესტორატორი ნიკა მანჯგალაძე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებას "საცივის რეცეპტთან" დაკავშირებით. მანჯგალაძის ინფორმაციით, იმნაძემ კერძო საუბრებში სარესტორნო ბიზნესს "მესაცივეები" უწოდა:

...ამ პარტმუშაკს, ექიმს რომელსაც მმართველი პარტიის არც-ერთი თავყრილობა არ "გაუმაზია", მინდა ვუთხრა რომ, ჩვენნაირი "მესაცივე"-ების მიერ გადახდილი თანხებით ის იღებს ხელფასს (ნუ გარდა იმ ბინისა რომელიც ცოლისძმამ აჩუქა)! ჩვენი, "მესაცივე"-ების დიდი დამსახურებაა რომ ამ ქვეყანაში არის ტურისტი და საქართველოს როდესაც ახსენებენ პირველი ასოციაცია ქართული სამზარეულოა! ჩვენ, "მესაცივე"-ების ბიზნესში დასაქმებულია 300 000 ადამიანამდე! ჩვენ, "მესაცივე"-ები ვართ უპარტიოები და ნამდვილად არ გვცხელა პარტიული თავყრილობებისათვის. ჩვენ, "მესაცივეები" ძალიან ვამაყობთ იმით რასაც ვაკეთებთ და ჩვენ "მესაცივე"-ებს არასოდეს, ვიმეორებ არასოდეს, არ მოგვიწყვია არც პროტესტი და არც აქცია მთავრობის წინააღმდეგ. და ბოლოს, ჩვენ "მესაცივე"ები იმიტომ ვაწყობთ პროტესტს რომ თქვენ, როგორც პარტ ექიმმა სხვებთან ერთად ცუდად წაიყვანეთ ამ ქვეყნის ეპიდემიოლოგიური სიტუაცია, კვლავ ცუდად მიგყავთ ეს პროცესი და სპეკულირებთ ადამიანის სიცოხლით!", - წერს მანჯგალაძე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა