თეგებით ძიება

ივანიშვილის შერჩევითი გულუხვობა - ოცნების შემწირველმა 6-მა კომპანიამ მხოლოდ ერთ წელიწადში შესყიდვებიდან 54 მლნ-ის კონტრაქტები მიიღო

10 ქართული კომპანიიდან, რომელთაც 2020 წელს გამარტივებული (პირდაპირი) სახელმწიფო შესყიდვებიდან ყველაზე მეტი თანხა მიიღეს, 6 ქართული ოცნების და მის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერია - ამის შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო საუბრობს.

მათი ინფორმაციით, აღნიშნული კომპანიების მფლობელებმა 2016-2020 წლებში მმართველ პარტიას და სალომე ზურაბიშვილს 668,000 ლარი შესწირეს. გარდა ამისა, 2 კომპანია ("ინ-სი" და "ანაგი") ბიძინა ივანიშვილის "თანაინვესტირების ფონდის" პროექტებში არის ჩართული. ამ 6-მა კომპანიამ 2020 წელს პირდაპირი შესყიდვებიდან ჯამში 54 მლნ ლარის კონტრაქტები მიიღეს, ხოლო 2013-2020 წლებში 149 მლნ ლარის კონტრაქტები აქვთ მიღებული.

"ზოგადად, პირდაპირი შესყიდვის გზით მაღალი ღირებულების კონტრაქტის მიღება კანონმდებლობით დაშვებულია და გარკვეულ შემთხვევებში, გადაუდებელ აუცილებლობასაც წარმოადგენს.

ასევე, სახელისუფლებო პარტიისათვის თანხის შეწირვა ლეგიტიმურია, მაგრამ, როდესაც ხელისუფლება შესყიდვებზე გამოყოფილი თანხის მნიშვნელოვან ნაწილს სახელისუფლებო პარტიის შემომწირველებზე პირდაპირი შესყიდვით გზით ანაწილებს, ეს შესაძლო კორუფციულ კავშირებზე და არაეფექტიან ხარჯვაზე ლოგიკურ ეჭვებს აჩენს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, აუდიტის სამსახური და საგამოძიებო უწყებები ასეთი შემთხვევებით უნდა ინტერესდებოდნენ", - ნათქვამია განცხადებაში.

TI-ის განცხადება სრულად იხილით ბმულზე.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა