თეგებით ძიება

სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლები დაგეგმილ აქციას აუქმებენ

სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლები დაგეგმილ აქციას აუქმებენ და აცხადებენ, რომ მზად არიან 15 თებერვლიდან გაიხსნან, თუმცა ასევე განმარტავენ, რომ დაელოდებიან ხელისუფლების მხრიდან მომდევნო ნაბიჯებს.

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძის თქმით, თუ ახლო მომავალში სექტორს სრულად გახსნის საშუალება არ მიეცემა, მაშინ პროტესტი 6 თებერვლის ნაცვლად მოგვიანებით გაიმართება.

„მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეს არის ყინულის გალღობა და გადამდგარი ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან. დღევანდელი გადაწყვეტილებაა, რომ შაბათს აქცია არ ჩატარდება, ეს არის იმ გადაწყვეტილების დაფასება რაც ხელისუფლებამ გადმოდგა.

თუ ხელისუფლება სრულად არ განიხილავს რესტორნების ნორმალური ფუნქციონირების შესაძლებლობას რეგულაციების ფარგლებში, ამ შემთხვევაში აქცია დაიგეგმება მომავალში“- განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

„15 თებერვლიდან, შემდგომი ორშაბათიდან კვების ობიექტები, მათ შორის რესტორნები შეძლებენ, ამოქმედდნენ ღია სივრცეში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა