თეგებით ძიება

ზუგდიდის კვირაცხოვლობის სახელობის ტაძრის დეკანოზი გარდაიცვალა

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ცნობით, 4 თებერვალს, 56 წლის ასაკში ზუგდიდის კვირაცხოვლობის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი გიორგი (გულორდავა) გარდაიცვალა.

„მწუხარებას გამოვთქვამთ დეკანოზ გიორგის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახს, ახლობლებსა და სამწყსოს.

უფალმა სავანესა შინა დააწესოს მისი უკვდავი სული.დასაფლავება კვირას 7.02.2021 15.00 საათზე.

გამოსვენება ზუგდიდის მაცხოვრის კვირაცხოვლის ტაძრიდან.

გთხოვთ ლოცვებში მოიხსენიოთ ახლადშესვენებული დეკანოზი გიორგი (გულორდავა),”- ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დეკანოზის გარდაცვალების მიზეზი, ახლობლების ინფორმაციით, სიმსივნე გახდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა