სოხუმთან, ბაგრატის მთაზე, ისევ ხანძარია
სოხუმთან, ქვემო ეშერაში მდებარე ბაგრატის მთაზე ხანძარია - მის ლოკალიზებას რამდენიმე სახანძრო ჯგუფი ცდილობს.
გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ხმელ ტოტებსა და ეკალ-ბარდებს უკიდია.
აფხაზური მედიის ინფორმაციით, ხანძრის კერამ 500 კვ. მეტრი ფართობი მოიცვა.