თეგებით ძიება

ახლაც არის დაბრუნების, გამოშვების, თავისუფლების მოლოდინი - ზაზა გახელაცის მეუღლე

12 წელი და 6 თვე - ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძის განაჩენი ცოტა ხნის წინ გამოიტანა.

გახელაძის ოჯახს ისევ აქვს იმედი, რომ შესაძლოა გადაწყვეტილება გასაჩივრდეს და მას ამნისტია შეეხოს.

"ახლაც არის დაბრუნების მოლოდინი, გამოშვების და თავისუფლების. დაიკითხნენ პროცესებზე, პირველივე პროცესზე იყო, რომ ბევრი გარემოება ემთხვეოდა ერთმანეთს, რუსებმა აღიარეს, რომ გამიზნულად არ უსვრია ზაზას და ეს იყო ჩვენი ხელჩასაჭიდი და იმედი, რომ დღეს სასამართლოს შერბილებული ფორმა ექნებოდა, გამოაცხადეს მაინ 12 წელი, ჯერ არ ვიცი რას უნდა ველოდო, ალბათ კეთილი ადამიანების დახმარებას", - ამბობს, ზაზა გახელაძის ცოლი, ირმა ბუთხუზი.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა