ქეთი დოლიძე თეა წულუკიანს უპირისპირდება - „კულტურას ამ სფეროდან მოსული უნდა მართავდეს“
რეჟისორი ქეთი დოლიძე თეა წულუკიანს უპირისპირდება. საქმე ეხება განათლებისა და კულტურის სამინისტროს ცალ-ცალკე უწყებებად გაყოფასა და კულტურის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშნვას. ქეთი დოლიძემ ტვ პირველის ეთერში აღნიშნა, რომ კულტურას ამავე სფეროს წარმომადგენელი უნდა მართავდეს, რომელიც არ არის მოსყიდული და მიკერძოებული:
"ჩემთვის მთავარია, კულტურის სამინისტროს მართავდეს ყოველი მხრიდან მოუსყიდავი, ადამიანი, რომელიც არ არის მიკერძოებული - რომელიმე ერთ ჯგუფთან ან ვინმესთან. თეა წულუკიანი არის კარგი მენეჯერი, ძალიან კარგი იურისტი, რაც აუცილებელია ამ სფეროში. კულტურის სამინისტროს არავითარ შემთხვევაში უნდა მართავდეს ადამიანი, რომელიც კულტურის რომელიმე სფეროდანაა მოსული" - განაცხადა ქეთი დოლიძემ.