თეგებით ძიება

მსახიობი და რეჟისორი გოგა ოსეფაშვილი გარდაიცვალა

მსახიობი და რეჟისორი გოგა ოსეფაშვილი გარდაიცვალა - ინფორმაციას შალიკაშვილის სახელობის სახელმწიფო პანტომიმის თეატრი ავრცელებს.

"გარდაიცვალა ჩვენი თეატრის გამორჩეული მსახიობი, რეჟისორი, სცენის ოსტატი გოგა ოსეფაშვილი. შალიკაშვილის სახელობის საქართველოს სახელმწიფო პანტომიმის თეატრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახსა და მის მეგობრებს.

გოგა ოსეფაშვილი შალიკაშვილის სახელობის სახელმწიფო პანტომიმის თეატრში დაარსების დღიდან მოღვაწეობდა და წლების განმავლობაში იბრძოდა თეატრის აღმავლობისთვის.

გვინდა მადლობა გადავუხადოთ მას თავდადებული შრომისთვის და ერთგულებისთვის", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა