თეგებით ძიება

დიდთოვლობის გამო გოდერძის უღელტეხილზე მოქალაქეები ჩარჩნენ - მაშველები 7 საათია მუშაობენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები უკვე შვიდი საათია დიდთოვლობის გამო, გოდერძის უღელტეხილზე ჩარჩენილ მოქალაქეებს ეხმარებიან.

უწყების ცნობით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-დან შემოსული ინფორმაციით, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 32-ე კილომეტრზე მყოფი ავტომობილები ვერ ახერხებდნენ გადაადგილებას და ესაჭიროებოდათ მაშველების დახმარება.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე მისული სამაშველო ჯგუფების გადმოცემით, ზემოთ ხსენებულ ტერიტორიაზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ საბუქსირე საშუალებით დახმარება გაეწია 8 ავტომობილს, რომლებმაც უკვე გააგრძელეს სვლა. 2 ავტომობილის მგზავრები სამაშველო ჯგუფის მიერ გადაყვანილ და დაბინავებულ იქნა უახლოეს სასტუმროში უსაფრთხოდ. ამ დროისთვის, მეხანძრე-მაშველები კიდევ 5 ავტომობილს და მის მგზავრებს ეხმარებიან გზის გაგრძელებაში.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სიტუაცია სრულად კონტროლდება და ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა