თეგებით ძიება

ამირან გამყრელიძე - რეკომენდაციაა, რომ მე-4 კლასის შემდეგ მოსწავლეებმა პირბადე აუცილებლად ატარონ

ჩვენი რეკომენდაციაა, რომ მე-4 კლასის შემდეგ მოსწავლეებმა პირბადე აუცილებლად ატარონ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

როგორც გამყრელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა, საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარებაზე კონტროლი უნდა გამკაცრდეს.

„პირბადის გარეშე არავინ უნდა დაუშვან არც ავტობუსში, არც მიკროავტობუსში და არც მეტროში. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ დისტანცია დავიცვათ. ავტობუსები თუ მეტროს ვაგონები გადაჭედილი არ უნდა იყოს. დაავადებათა კონტროლის ცენტრში დღეს შიდა კონსულტაციები გვქონდა და ჩემი რეკომენდაციაა, რომ მოსწავლეებისთვის მეხუთე კლასიდან ანუ მეოთხე კლასის შემდეგ უნდა იყოს აუცილებელი პირბადის ხმარება. ხოლო მეხუთე კლასამდე- რეკომენდირებული და მშობელს ეს უნდა აუხსნა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა