თეგებით ძიება

დღეს, მოძრაობა "სირცხვილია" დაუმორჩილებლობის მარშს გამართავს

დღეს, სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილია" დაუმორჩილებლობის მარშს გამართავს. მოძრაობა მოქალაქეებს 20:00 საათზე პარლამენტის შენობის წინ შეკრებისკენ მოუწოდებს.

როგორც მოძრაობაში აცხადებენ, „სირცხვილია“ ე.წ. “კომენდანტის საათის” დროს, „დაუმორჩილებლობის ბრჭყვიალა მარშს“ მოაწყობს, რომელში მონაწილეობაც ყველა მსურველს შეუძლია.

„საღამოს, ე.წ. “კომენდანტის საათის” დროს, ვგეგმავთ დაუმორჩილებლობის ფერად, მხიარულ და ბრჭყვიალა მარშს, რომელში მონაწილეობაც ყველა მსურველს შეუძლია. სასურველია, წამოიღოთ დოლები, ტამტამები, ნიღბები, სადღესასწაულო ქუდები და სხვა რეკვიზიტები, რომლებიც მარშს კიდევ უფრო ფერადსა და დაუმორჩილებელს გახდის . 20:00-ზე ვიკრიბებით პარლამენტთან!”, - ნათქვამია განცხადებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა