რესტორატორები პარლამენტთან აქციას მართავენ
თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობასთან რესტორატორთა აქცია იმართება.
აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ მოიხსნას დაკეტვის შეზღუვდები უქმე დღეების განმავლობაში; გაუქმდეს ან გადაიწიოს გადაადგილების დროებითმა შეზღუდვამ 00:00 საათამდე; გაიხსნას შიდა სივრცეები; მიეცეს სექტორს 2-წლიანი საშეღავათო პერიოდი; მოხდეს თანამშრომელთა ხელფასების კომპენსაცია სრულ გახსნამდე; სახელმწიფომ უშუამდგომლოს სექტორს ბანკებთან დაბალპროცენტიანი სესხების თობაზე.
როგორც რესტორატორთა ასოციაციაში აცხადებენ, "ერთი კვირის განმავლობაში ხელისუფლებამ წარგვიდგინოს კრიზისიდან გამოსვლის გრძელვადიანი გეგმა და დააკმაყოფილოს ჩვენი სექტორის ყველა მოთხოვნა".
აქცია გამართეს ტუროპერატორებმაც. ერთ-ერთმა გიდმა მსვლელობა მოაწყო თბილისში.
შეგახსენებთ, რომ დღეს საღამოს, 20:00 საათზე მოძრაობა "სირცხვილია" დაუმორჩილებლობის მარშს მართავს.