თეგებით ძიება

სამშენებლო სამუშაოებზე მუშა გარდაიცვალა

ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე მიმდინარე მაგისტრალური გზის სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებული ჩინეთის მოქალაქე გარდაიცვალა. 50 წლის მამაკაცის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის შეტევა სახელდება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მამაკაცი სამუშაოს შესრულებისას შეუძლოდ გახდა და ადგილზევე გარდაიცვალა.

„შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო დახმარების ბრიგადა, მშენებელი კომპანიისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად დაწყებულია გამოძიება“,- აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა