თეგებით ძიება

დედას რამდენიმე დღე დარჩა იმისთვის, რომ შვილები დაიბრუნოს – მარტოხელა ქალი დახმარებას ითხოვს

დედას რამდენიმე დღე დარჩა იმისთვის, რომ შვილები დაიბრუნოს, - "პრაიმტაიმის" ინფორმაციით, მარტოხელა ქალი დახმარებას ითხოვს.

სააგენტოს ინფორმაციით, მარტოხელა დედა უმძიმეს პირობებში იმყოფება – მისი გასაჭირი არა მხოლოდ მატერიალური სიდუხჭირე, არამედ – ემოციური მდგომარეობაა. საქმე იმაშია, რომ ირმა ფირანიშვილს სულ რამდენიმე დღე აქვს იმისთვის, რომ შვილები დაიბრუნოს. ამის აუცილებელი პირობა კი სახლია, სადაც თავს რამდენიმე თვით შეაფარებენ.

რა თქმა უნდა, ის საცხოვრებლის ჩუქებას არავის სთხოვს, არც ქირის დაფინანსებას… სასოწარკვეთილი ქალის სათხოვარი ყველას ეხება, ვისაც სადმე, სოფლად დაკეტილი სახლი აქვს, რომელსაც იმ თვეების განმავლობაში მოუვლის, რა პერიოდითაციცხოვრებს.

ახლა თავად ოჯახის ნათესავმა რამდენიმე დღით შეიფარა. მისი შვილები კი მინდობით აღზრდის სერვისში არიან ჩართულები. ისინი მშობლის ნაცვლად ე.წ. მიმღებ დედასთან ერთად ცხოვრობენ და ნამდვილ დედას მხოლოდ ტელეფონზე საუბრისას ესიყვარულებიან. ირმა ფირანიშვილმა ყველაფერი სცადა, რომ შვილები დაებრუნებინა, თუმცა პანდემიის გამო, ორივე სამსახური დაკარგა, რომლითაც თითქმის ის პირობები შექმნა, რაც ბავშვების რეინტეგრაციისთვის აუცილებელია.

ახლა, ბრძოლისგან დაღლილ, უმუშევარ ქალს ერთადერთ იმედად კეთილი ადამიანები მიაჩნია და “პრაიმტაიმის” საშუალებით სწორედ მათ მიმართავს:

“ჩემს შვილებს ვერ ვნახულობ, რადგან სრულიად უსახსროდ დავრჩი, მხოლოდ ტელეფონზე ვესაუბრები, ვუხსნი რომ ისინი კი არ მიმიტოვებია, გზის ფულიც კი არ მაქვს, რომ მათთან მივიდე, თანაც სხვასთან რომ ცხოვრობენ, ხელცარიელმა როგორ ვნახო ისინი? ბავშვებიც მიგებენ… ახლა, უფროსი ბიჭი 15 წლისაა, პატარა 10-ის ხდება. თებერვალში მინდობით მშობლებთან ხელშეკრულების ვადა იწურება და სოციალური მუშაკი ყოველდღიურად მირეკავს, ბავშვები იქნებ გაიყვანო შენთანო. მათ ზარებს ვერ ვპასუხობ, რადგან პასუხი არაფერი მაქვს…

პანდემიის დაწყებამდე ყველაფერი გავაკეთე, ორ სამსახურში დავსაქმდი, ზაფხულში რაიონში მიწაზე სამუშაოდ დღიურ მუშად წავედი. კარგი ბინა ვიქირავე, ბავშვებს ყველაფერი გავუკეთე, რომ დამებრუნებინა, მაგრამ სწორედ მაშინ, როცა ჩვენი სოციალური მუშაკი ამისათვის საბუთებს აწესრიგებდა, პანდემია დაიწყო და სამუშაოების გარეშე დავრჩი, ქირას ვეღარ ვიხდიდი.

ახლა, ჩემი დის მაზლის ბინას რამდენიმე დღით თავი შევაფარე. არავის იმედი აღარ მაქვს, გარდა კეთილი ადამიანებისა, იქნებ ვინმეს რომელიმე სოფელში მაინც სახლი დაკეტილი ჰქონდეს, რომელსაც არავინ იყენებს და სულ რამდენიმე თვით შეგვიშვან, რათა შვილები არ დავკარგო…

გამოზაფხულდება თუ არა, ისევ ნაკვეთებში მუშად ვიმუშავებ და დავაგროვებ დასაქირავებელ ფულს. არავის საჭმელს და არაფერს ვთხოვ, ოღონდ ოთხი კედელი გვათხოვეთ კეთილო ადამიანებო. თუ ასე მოხდება, გპირდებით, რომ საკუთარზე უფრო მეტი მონდომებით მოვუვლი თქვენს სახლს. სულ 4 თვე მჭირდება დახმარება, ზაფახულიდან კი ვიცი, როგორც და სადაც ვიცხოვრებ.

იცით? ჩემი შვილების სურნელი მენატრება, ხმას კი ვისმენ, მაგრამ მათი ჩახუტება მინდა… მათ გარეშე, არაფერი ვარ. საოცრად კარგი ბიჭები არიან და ოდესმე ყველა ერთად სიკეთეს სიკეთით გადაგიხდით…“ – ამბობს დედა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა