თეგებით ძიება

“ერთი სული მაქვს…” – რისთვის ემზადება ნოდიკო ტატიშვილი

მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი ცირა ბზიშვილის სიმღერაზე კლიპს იღებს. მომღერალი ამჯერადაც რეჟისორ ნესტან სინჯიკაშვილთან თანამშრომლობს. "პრაიმამბების" ინფორმაციით, ვიდეორგოლის გადასაღებ ლოკაციებად ტატიშვილმა საკუთარი ბინა და ბიოლი აირჩია.

ნესტან სინჯიკაშვილი: – “გემშვიდობები” რომ მოვისმინე, ისეთი ემოცია წამოიღო, მაშინვე კლიპის გადაღება გადავწყვიტე. აღარც კი მახსოვს, ეს ჩემი და ნოდიკოს მერამდენე თანამშრომლობაა. გადაღების პროცესიც ისე მიმდინარეობს, როგორც ჩაფიქრებული გვქონდა. იმედია, ახალი ნამუშევარი ნოდიკოს მსმენელს და გულშემატკივარს მოეწონება.

ნოდიკო ტატიშვილი: – ნესტანი ყოველთვის ცდილობს, რომ ჩემი ვიდეორგოლები საუკეთო იყოს. მადლობა მას ასეთი გულიანი თანამშრომლობისთვის. რაც შეხება სიმღერის ავტორს, მას უღრმესი მადლობა ამ არაჩვეულებრივი სიმღერისთვის. მე და ნესტანს, სწორედ ცირას ამ სიმღერისგან წამოსულმა ემოციამ გადაგვაწყვეტინა კლიპის გადაღება.

ერთი სული მაქვს, როდის წარვუდგენ მსმენელს ამ ნამუშევარს. მგონია, ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც წინა ნამუშევრები. ბევრი ადამიანი ამ კლიპში თავის სასიყვარული ისტორიას ამოიცნობს…

კლიპში მომღერალს პარტნიორობას მსახიობი ანა ჯავახიშვილი უწევს. როგორც მსახიობი ამბობს, მუსიკალურ კლიპში ეს მისი პირველი გამოჩენაა.

“ეს ჩემი და ნოდიკოს პირველი თანამშრომლობაა. ვფიქრობ, ძალიან ემოციური და საინტერესო კლიპი გამოვა” – ამბობს ანა.

ნესტანის “თვალები” ამჯერადაც ოპერატორი – ბუდა (ლევან ლეკიაშვილი) გახლავთ. ნოდიკოს და ანას ვიზუალზე მაკა შავერდაშვილმა, ბადრი ფევაძემ და შაკო საჯაიამ იმუშავეს.

სიმღერის და კლიპის პრემიერა თებერვლის მეორე ნახევარში შედგება.

primeambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა