თეგებით ძიება

საქართველოში რეინფიცირების შემთხვევა დადასტურებული არ არის - ამირან გამყრელიძე

საქართველოში რეინფიცირების შემთხვევა ამ ეტაპზე დადასტურებული არ არის, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, 30-მდე ნიმუშის კვლევა მოხდა.

„ბევრი, დაახლოებით 30-ზე მეტი ნიმუში იყო გამოკვლეული, სადაც რეინფიცირებაზე იყო ეჭვი. უმრავლესობა უკუდგებულია. ორ შემთხვევაზე მიმდინარეობს გენეტიკური კვლევები. საქართველოში რეინფიცირების შემთხვევა ამ ეტაპზე დადასტურებული არ არის“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მთლიანობაში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 261 620 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 252 815 გამოჯანმრთელდა, 3 269 კი გარდაიცვალა.

1tv.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა