თეგებით ძიება

რუსთაველის გამზირზე დაუმორჩილებლობის ფერადი მარშისთვის ემზადებიან

თბილისში, რუსთაველის გამზირზე სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" მიერ ორგანიზებული დაუმორჩილებლობის ფერადი მარშისთვის ემზადებიან.

აქციის მონაწილეები კოვიდპანდემიის გამო დაწესებულ რეგულაციებს აპროდესტებენ, მათ შორის ე.წ. კომენდანტის საათს, რომელიც ქვეყანაში 21:00 საათიდან მოქმედებს. ისინი დემონსტრაციულად დაარღვევენ "კომენდანტის საათს" და თბილისის რამდენიმე ქუჩას ფეხით გაივლიან.

სამოქალაქო აქტივისტებთან და რიგით მოქალაქეებთან ერთად, დაუმორჩილებლობის მსვლელობას სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი მონაწილეობს.

ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა