თბილისში "დაუმორჩილებლობის ფერადი მარში" იმართება
თბილისში სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" მიერ ორგანიზებული "დაუმორჩილებლობის ფერადი მარში" მიმდინარეობს.
მსვლელობის მონაწილეები კოვიდპანდემიის გამო დაწესებულ რეგულაციებს აპროდესტებენ, მათ შორის ე.წ. კომენდანტის საათს, რომელიც ქვეყანაში 21:00 საათიდან მოქმედებს. მათ დემონსტრაციულად დაარღვევიეს "კომენდანტის საათი" და თბილისის რამდენიმე ქუჩას ფეხით გაივლიან.
სამოქალაქო აქტივისტებთან და რიგით მოქალაქეებთან ერთად, დაუმორჩილებლობის მსვლელობას სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელიც შეუერთდა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.